დაპირისპირება ენმ-ში

თალაკვაძე: მელიამ რაღაც მუხტი გაიყოლა და ენმ კიდევ უფრო დაშლილია, ეს კარგია პოლიტიკისთვის

მე ასე ვხედავ - სააკაშვილი ცდილობს, მაქსიმალურად არიოს თავის პარტიაში ვითარება, რათა დაამტკიცოს ლეგენდა, რომ ის არის შეუცვლელი და ერთადერთი ლიდერი. რაღაც მანიფესტი კი გამოაქვეყნა, ერთობის მანიფესტი უნდა ყოფილიყო, სინამდვილეში გამოვიდა დაშლის მანიფესტი... ეს მანიფესტი იყო დაშლის მანიფესტი და დაშალა კიდეც ერთ კვირაში.

ანუ სააკაშვილის თამაშია, ხალხს დაუმტკიცოს, რომ პარტიაში არავინ არ არის მის გარდა ლიდერი. ეს ერთი. ახლა მეორე, აქ რა ხდება - დანარჩენები ფიქრობენ, რომ ეს კაცი არ არის ლიდერი, ვერ გაუძლო პატიმრობას, არათანმიმდევრულია განცხადებებში, ხან დავრდომილად წარმოაჩენდა თავს, მერე თქვა - ვინ გაბედა ჩემი დავრომილად წარმოჩენაო. არადა, ფულს იხდიდა ამაში მისი ოჯახი. მოკლედ,  მთელი პატიმრობაში ყოფნის დროს, განსხვავებით მისი თანაგუნდელებისგან, რომლებიც ბევრად მეტი ხანი იჯდნენ საპატიმროში და ვიტყოდი, რომ ბევრად ღირსეულად მოიხადეს სასჯელი, ამ ადამიანმა დაკარგა ლიდერის პოზიცია.

ეს ხომ დაინახეს დანარჩენმა ჯგუფებმა, მივიდნენ და დაიწყეს დარჩენილი მემკვიდრეობის გადანაწილება - ეს არის "შავი ფული“, სკამები, გავლენა ტელევიზიაზე. იქ გამოიკვეთა ორი ჯგუფი, ვისაც მეტი ჰყავდა შეყვანილი პოლიტსაბჭოში, იმიტომ დააპატარავეს პოლიტსაბჭო, მერე ისევ გაზარდეს... 

ბოლო იქნება... რომ გითხრათ, ამ ყველაფერს ბედნიერი დასასრული ექნება, არ იქნება, მაგრამ აგერ გამოჩნდა, რომ ადამიანი, რომელიც ამბობდა, ჯარიმას არ გადავიხდიო, გადაიხადა ჯარიმაც. ამბობდა, არ შევალ პარლამენტში და ვინც შეხვალთ, პუფები იქნებითო, შევიდა პარლამენტშიც, მერე თქვა, რომ არ წავალ პარტიიდანო, წავიდა პარტიიდანაც... ანუ ჯერჯერობით, ყველაფერს უკუღმა აკეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ადამიანმა რაღაც მუხტი გაიყოლა და პარტია კიდევ უფრო მეტად დაშლილია დღეს. ეს კარგია პოლიტიკისთვის და კარგია იმისთვის, რომ დანარჩენმა ოპოზიციამ ეს შესაძლებლობა გამოიყენოს, უბრალოდ უნდა გამოიყენოს

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე TV იმედზე ნიკა მელიას ენმ-დან წასვლაზე.

კომენტარები