ჩრდილოეთ კორეა

ქვეყნიდან გაქცეული 600-მდე ჩრდილოკორეელი ჩინეთმა დაადეპორტა, რის შემდეგაც მათი კვალი გაქრა

REUTERS/Kim Hong-Ji/Pool/File Photo

სამხრეთ კორეული ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის - ტრანსნაციონალური სამართლიანობის სამუშაო ჯგუფის (TJWG) ინფორმაციით, 600-მდე ჩრდილოკორეელი ადამიანი გაქრა მას შემდეგ, რაც ისინი ჩინეთმა დაადეპორტა. ინფორმაცია სამხრეთ კორეულმა ორგანიზაციამ 6 დეკემბერს გაავრცელა. 

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის მტკიცებით, გაქცეული ჩრდილოკორეელები შესაძლოა უკანონო დაპატიმრების, წამების, სექსუალური ძალადობის ან სიკვდილით დასჯის საფრთხის ქვეშ იყვნენ. ბოლო ორი თვის მანძილზე სამხრეთ კორეის მთავრობა ჩინეთისგან იმ ჩრდილოეთ კორეელების რეპატრიაციას ითხოვს, რომლებიც სამხრეთ კორეაში გაქცევას ცდილობდნენ. 

ორგანიზაციის ანგარიშში წერია, რომ ასობით ჩრდილოკორეელი ავტობუსებით ჩრდილოეთ კორეის საზღვართან მიიყვანეს და დიქტატორულ რეჟიმს გადასცეს. ანგარიშში არაა მითითებული რეპატრირებული ჩრდილოკორეელების იდენტობები, თუმცა აღნიშნულია, რომ მათი დიდი ნაწილი ქალია. 

ჩრდილოეთ კორეულ სახელმწიფო მედიას ამ შემთხვევაზე კომენტარი არ გაუკეთებია. 

კომენტარები