ხელოვნური ინტელექტი

ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა ღვინის ნიმუშების წარმომავლობა და ავთენტურობა დაადგინოს

futuredrinksexpo.com

ჟენევის უნივერსიტეტის ახალი კვლევის მიხედვით, ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა ღვინის არომატის გაანალიზებით მისი ნამდვილი წარმომავლობა დაადგინოს. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ სტანდარტული ქიმიური ტექნიკისა და მანქანური სწავლების ალგორითმის გამოყენებით ხელოვნური ინტელექტს ზუსტად შეეძლება დადგენა, თუ რომელი მეღვინეობის ღვინო ასხია ჭიქაში. 

გამოსაცდელად ხელოვნურმა ინტელექტმა დატესტა 12 სხვადასხვა ტიპის ღვინო ბორდოს რეგიონის 7 მეღვინეობიდან. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ აირის ქრომატოგრაფიით შესაძლებელია ღვინის გეოგრაფიული წარმომავლობის მაღალი სიზუსტით დადგენა. 

მეცნიერმა ალექსანდრ პუჟემ, რომელიც ჟენევის უნივერსიტეტის კვლევის თანაავტორია, თქვა, რომ მისი გუნდი უკვე დიდი ხანია ცდილობს აირის ქრომატოგრაფიით ღვინის "თითის ანაბეჭდის" დაფიქსირებას, რომელიც ზუსტ წარმომავლობას დაადგენს. 

კვლევის შესახებ სტატია გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალ Communications Chemistry-ში. 

კომენტარები