აშშ

აშშ-ს ყოფილ ელჩს ბოლივიაში აშშ-ს წინააღმდეგ კუბისთვის ჯაშუშობა ედება ბრალად

Drew Angerer/Getty Images

აშშ-ს ყოფილ ელჩს ბოლივიაში ვიქტორ მანუელ როშას კუბისთვის ჯაშუშობაში ბრალს სდებენ. როშა აშშ-ს ელჩის თანამდებობას ბოლივიაში 2000-2002 წლებში იკავებდა

ბრალდების მიხედვით, ვიქტორ მანუელ როშა აშშ-ს მცდარ ინფორმაციას აწვდიდა, რათა შეენარჩუნებინა მისი საიდუმლო მისია. ასევე ის ხვდებოდა კუბის დაზვერვის წარმომადგენლებს და მათ სახელმწიფო გასაიდუმლოებულ დოკუმენტებს აწვდიდა. 

ვიქტორ მანუელ როშა ახლა 73 წლისაა და მაიამიში საკუთარ სახლში დააკავეს. 

"ეს საქმე ფარდას ხდის ერთ-ერთ ყველაზე გრძელვადიან და მაღალი იერარქიის დანაშაულს ჩადენილს უცხოეთის აგენტის მიერ" - თქვა საქმის პროკურორმა მერიკ გარლანდმა. 

კომენტარები