ლარის კურსი

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - 4 დეკემბრის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.83 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 1.42 თეთრით. 4 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6943 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.9279 ლარი.

მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა, ეროვნულმა ბანკმა კურსის სტაბილურობისთვის ჯამში 149 650 000 აშშ დოლარი გაყიდა.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.73 ლარია, ხოლო ევროსი - 2.97 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.70 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.92 ლარად.

კომენტარები