დაპირისპირება ენმ-ში

წითლიძე: ენმ-დან ადამიანები მიდიან, მაგრამ ძალიან ბევრი ახალი ადამიანი მოდის

მე არ მგონია, რომ აჭარაში ეს წასულები, მიუხედავად, მათი დიდი წვლილისა, ისინი ყოფილიყვნენ მთავარი, ასე ვთქვათ, მთავარი ფაქტორი იმ შედეგისა, რაც ბათუმში და აჭარაში იდებოდა.[...] 11-წლიანმა გამოცდილებამ ნაციონალური მოძრაობის აჩვენა, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ცოცხალი ორგანიზმი. ადამიანები მიდიან, მაგრამ ძალიან ბევრი ახალი ადამიანი მოდის. მე ყოველ წასულს ვუსურვებ წარმატებას და დრო გამოაჩენს, რამდენად სწორი იყო ამ ადამიანების გადაწყვეტილება პარტიიდან წასვლის შესახებ.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ ბათუმის საკრებულოს რამდენიმე წევრის ენმ-დან წასვლის შესახებ.

კომენტარები