ბელარუსი-ჩინეთი

ლუკაშენკო ჩინეთს ეწვია: ბელარუსი იყო, არის და იქნება ჩინეთის საიმედო პარტნიორი

ალექსანდრ ლუკაშენკოს და სი ძინფინგის შეხვედრა პეკინში, 2023 წლის 3 დეკემბერი
Pool Pervogo

ალექსანდრ ლუკაშენკო ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ბელარუსი პრეზიდენტი ჩინეთის პირველ პირს, სი ძინფინგს შეხვდა.

"ჩვენ დიდი ხნის წინ გადავწყვიტეთ, რომ ვითანამშრომლებთ და ვიმეგობრებთ ჩინეთთან. ეს მეგობრობა 30 წელს ითვლის და ამ გზიდან არასდროს გადაგვიხვევია. არც მარჯვნივ, არც მარცხნივ". – ამბობს ლუკაშენკო შეხვედრაზე.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ბელარუსი "იყო არის და იქნება ჩინეთის საიმედო პარტნიორი":

"ურთიერთობების დონის ისტორიულმა ზრდამ ძლიერი ბიძგი მისცა ტრადიციული მიმართულებების გაღრმავებას, ჩვენი თანამშრომლობის ახალი ვექტორებისა და მექანიზმების დაწყებას. ბელარუსი იყო, არის და იქნება ჩინეთის საიმედო პარტნიორი".

ლუკაშენკოს განმარტებით დღევანდელ ბელარუსს მხოლოდ ერთ საკითხში სჭირდება ჩინეთისგან დახმარება და ეს საკითხი სისწრაფეა.

"ჩვენ ვიცით რა სჭირდება ჩვენს ქვეყნებს და ამ მიმართულებით ბევრი რამ გავაკეთეთ. აქ ჩამოსვლამდე, ჩემს მრჩეველებს ვკითხე, რა არ იძვრის ჩვენთან? რაზე ვესაუბრო თავმჯდომარეს(სი ძინფინგს)? აღმოჩნდა, რომ ვერ ვიპოვეთ საკითხი, რომელიც უძრავია. ერთადერთი საკითხი, რომელზეც დღეს თქვენთან საუბარი მინდა, არის მოძრაობის სისწრაფე".

ქვეყნის პირველმა პირებმა ასევე საჩუქრები გაცვალეს. ლუკაშენკოს გადაეცა ჩინეთის ნაკრების ოლიმპიური ფორმა, ასევე ვაშლები და ჩინური ფერწერის ნიმუშები. სი ძინფინგს კი ბელარუსული პროდუქტები(მათ შორის ძეხვი, ყველი), ასევე იუველირული ნაწარმები გადაეცა.

კომენტარები