საფრანგეთი

საფრანგეთში იოგის სექტის ლიდერი ტრეფიკინგისა და გაუპატიურების ბრალდებებით დააკავეს

GETTY IMAGES

29 ნოემბერს საფრანგეთში იოგის სექტის ლიდერი, რუმინელი გრეგორიან ბივოლარუ დააკავეს, რომელსაც ადამიანების გატაცება, ტრეფიკინგი და გაუპატიურება ედება ბრალად. 71 წლის ბივოლარუ პარიზის გარეუბანში სექტის სხვა ლიდერებთან ერთად დააკავეს. ბივოლარუმ საფრანგეთში სრულყოფილებაში სპირიტუალური ინტეგრაციის მოძრაობა ჩამოაყალიბა, სადაც სპირიტუალური პრაქტიკის ძირითადი ფორმა ეროტიკული ტანტრული იოგა იყო. 

 AFP-ის ცნობით, პოლიციამ რეიდისას 26 ქალი სავალალო მდგომარეობაში იპოვა. როგორც ცნობილია, საფრანგეთის პროკურატურამ გამოძიება ბივოლარუს იოგის სექტის საქმიანობის შესახებ 2023 წლის ივლისში დაიწყო პორნოგრაფიის წარმოებისა და იძულებითი პროსტიტუციის მიმარულებით. 

გრეგორიან ბივოლარუ დაუსწრებლად დამნაშავედ ასევე ცნო რუმინეთის სასამართლომ 2013 წელს არასწრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებისთვის. ის რუმინეთიდან 2017 წელს გაიქცა, როდესაც სასამართლომ გარკვეული პირობებით გაათავისუფლა. 

გრეგორიან ბივოლარუ ასევე ფინეთში ტრეფიკინგის საქმეების გამო იძებნება. 

კომენტარები