ირანი-რუსეთი

ირანი რუსეთს სამხედრო თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების შესყიდვაზე შეუთანხმდა

ირანმა რუსეთისგან თანამედროვე სამხედრო თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების შესყიდვაზე საბოლოო შეთანხმებას მიაღწია. ინფორმაცია ირანის თავდაცვის მინისტრმა ადგილობრივ მედიას დაუდასტურა.

თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ CУ-35-ის ტიპის გამანადგურებლებისა და Ми-28 ტიპის მოიერიშე ვერტმფრენების ყიდვაზე. ასევე, ირანი რუსეთისგან Як-130 ტიპის საწვრთნელი თვითმფრინავებსაც მიიღებს.

ირანის შეიარაღებულ ძალებს საავიაციო შემადგენლობაში მხოლოდ რამდენიმე ათეული მოიერიშე თვითმფრინავი ჰყავს, მათ შორის, რუსული წარმოების თვითმფრინავები და ძველი წარმოების ამერიკული მოდელები, რომლებიც ჯერ კიდევ 1979 წლის  ისლამურ რევოლუციამდე შეიძინეს.

კომენტარები