საქართველო-ევროკავშირი

სამადაშვილი: ღარიბაშვილის მოკავშირე ორბანი საფრთხეს უქმნის კანდიდატის სტატუსს

პუტინის მოკავშირეების იმედად ყოფნა ევროპული დღის წესრიგის განხორციელების გზაზე არის აბსურდი და დღეს ჩვენ ვხედავთ ამის ძალიან ნათელ მაგალითს, როდესაც მუქარამ ორბანის მხრიდან, რომ დაბლოკავს უკრაინისთვის გახსნას მოლაპარაკების პროცესის, შეიძლება, ასევე გადაიყოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი.

ანუ დღევანდელი მოცემულობით, ერთადერთი, ვინც საფრთხეს უქმნის ჩვენთვის პოზიტიური გადაწყვეტილების მინიჭებას კანდიდატის სტატუსის თაობაზე, არის ვლადიმირ პუტინის და ღარიბაშვილის და ივანიშვილის საერთო მოკავშირე ბატონი ორბანი.

თქვა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

POLITICO-ს ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი ევროპული საბჭოს ხელმძღვანელისთვის, შარლ მიშელისთვის მიწერილ წერილში უკრაინისადმი ევროკავშირის პოლიტიკის სრულ გადახედვას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორბანი უკრაინისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარებისა და მისი ევროკავშირში გაწევრიანებისათვის ვეტოს დადებით იმუქრება.

კომენტარები