რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელმა პარტიზანებმა მელიტოპოლში კადიროველების მანქანა ააფეთქეს

Dialog.ua

ოკუპირებული ზაპოროჟიეს ოლქში, ქალაქ მელიტოპოლში პარტიზანებმა კადიროველების ავტომობილი ააფეთქეს. 

ინფორმაციას ქალაქის კანონიერი მერი ივან ფედოროვი Telegram-ში ავრცელებს. 

"წინააღმდეგობის ძალებმა მელიტოპოლში კადიროველი მებრძოლების ავტომობილი ააფეთქეს. 

მირნოეს რაიონის მოსახლეებმა სროლის ხმა გაიგეს, როგორც მოგვიანებით გაირკვა ერთმანეთს პარტიზანები და ოკუპანტები ესროდნენ. კადიროველები დამხმარე ძალას ელოდებოდნენ, რა დროსაც, მოულოდნელად მათი ნივა აფეთქდა". – წერს ფედოროვი.

ფედოროვის თქმით მანქანა დაიწვა, დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

კომენტარები