დაპირისპირება ენმ-ში

ხაბეიშვილი: მელია არ არის ენმ-ის წევრი, მე არ გამიგდია, მე არ გამიშვია, ეს გადაწყვიტა მან

ლევან ხაბეიშვილი
ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მტკიცებით, ნიკა მელია "არ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას, არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი და ვერ ილაპარაკებს ნაციონალური მოძრაობის სახელით". ამის შესახებ ლევან ხაბეიშვილმა ფორმულას ეთერში თქვა.

წამყვანის, ნინო ჟიჟილაშვილის კითხვაზე - თქვენ გარიცხეთ? ლევან ხაბეიშვილი პასუხობს - "კონკრეტული საბუთი თუ გაინტერესებთ, მოგვწერეთ წერილობით, იურიდიულად თუ გინდათ და მოგწერთ". მისივე თქმით, ნიკა მელიამ გადაწყვეტილება თავად მიიღო.

"საჯაროდ გეუბნებით, რომ ის არ არის პარტიის წევრი, ის არ წარმოადგენს ნაციონალურ მოძრაობას... თქვენ გინდათ, რომ სიტყვა "გააგდეთ" გითხრათ? ან "გაუშვით"? მოდი, ჩემს პასუხს გეტყვით, მე არ გამიშვია, მე არ გამიგდია, ეს გადაწყვიტა მან, რომ ის არ არის ნაციონალური მოძრაობის წევრი" - ამბობს ხაბეიშვილი.

ამის შემდეგ, გადაცემის წამყვანმა ენმ-ის თავმჯდომარეს წერილობით მიმართა - "ბატონო ლევან, ირიცხება თუ არა ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის რიგებში, არის თუ არა ის ოფიციალურად და ფორმალურად პარტიის წევრი?". რაზეც ხაბეიშვილმა ასევე წერილობით უპასუხა: "არ არის, არ წარმოადგენს, ლ. ხაბეიშვილი".

კომენტარები