რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთი: ცენტრალურ რეგიონებში, სულ მცირე, 24 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გუშინ ღამით რუსეთის ცენტრალურ რეგიონებში, სულ მცირე, 24 უკრაინული დრონი და 2 რაკეტა ჩამოაგდეს.

უწყების ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატები თავს დაესხნენ მოსკოვის, ტულის, კალუგის, სმოლენსკისა და ბრიანსკის რეგიონებს.

ამავდროულად, სამინისტრო აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა აზოვის ზღვის თავზე მოიგერია ორი უკრაინული С-200-ის ტიპის რაკეტა.

მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, დრონების სამიზნე რუსეთის დედაქალაქი იყო და თავდასხმების გამო დომოდედოვოსა და ვნუკოვოს აეროპორტებში გარკვეული ვადით ფრენები შეჩერდა.

კომენტარები