ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბებია აქ არის, ჯანმრთელი და ლამაზი – ჰამასის მძევლობიდან გათავისუფლებული ქალის შვილიშვილი

იაფა ადარი ღაზადან გათავისუფლების შემდეგ ოჯახის წევრთან ერთად, 2023 წლის 24 ნოემბერი
Adriana Adar / Facebook 

ჰამასის მძევლობიდან გათავისუფლებული 85 წლის იაფა ადარის ოჯახი ბებიასთან შეხვედრის ფოტოებს აქვეყნებს

"ბებია აქ არის, ჯანმრთელი და ლამაზი. გმადლობთ ისრაელელო ხალხო". - წერს მისი შვილიშვილი, ადრიანა ადარი.

იაფასთან ერთად, ჰამასმა 7 ოქტომბერს ნირ ოზის კიბუციდან მისი შვილიშვილი თამირიც გაიტაცა. თამირი ამ დრომდე ჰამასის მძევლობაში იმყოფება. 

"მადლობა ყველას, ვინც მხარი დაგვიჭირა. ეს ზღვაში პირველი წვეთია, გელოდებით თამირ ადარ, გელოდებით ყველას!". - წერს ადრიანა ადარი.

გასულ დღეს ჰამასმა 78 წლის მარგალიტ მოსეც გაათავისუფლა. იგი ნირ ოზის კიბუცის სახლში 7 ოქტომბერს დილით იმყოფებოდა, რა დროსაც ჰამასმა სოფლის დარბევა, მოსახლეობის გატაცება და მკვლელობები დაიწყო.  

24 ნოემბერს გარიგების ფარგლებში ჰამასმა 24 მძევალი, მათ შორს ისრაელის 13 მოქალაქე, 10 ტაილანდელი და ფილიპინელი გაათავისუფლა, ხოლო სანაცვლოდ ისრაელმა 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.

პარალელურად, ღაზაში ეგვიპტიდან შევიდა დაახლოებით 137 სატვირთო მანქანა, რომლებსაც გადაჰქონდათ საჭირო სამედიცინო მედიკამენტები, საწვავი და საკვები.

კომენტარები