ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ბაიდენი ჰამასის მძევლების გათავისუფლებაზე: დიდი შრომის შედეგი იყო, ეს მხოლოდ დასაწყისია

ჯო ბაიდენის მიმართვა ისრაელში, 18 ოქტომბერი, 2023
REUTERS/Evelyn Hockstein

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჰამასის მიერ ტყვედ აყვანილი მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. მან ასევე შეექო აშშ-ს დიპლომატიის როლი მძევლების გათავისუფლების პროცესში.  

"დღეს დავიწყეთ გარიგების განხორციელების პირველი რთული დღეები. ეს მხოლოდ დასაწყისია, მაგრამ ჯერ ყველაფერი კარგად მიდის". - თქვა მან.

"მომდევნო საათების განმავლობაში ჩვენ გავიგებთ, რა იქნება მძევლების გამოშვების მეორე ეტაპზე და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ისე, როგორც ჩვენ ველოდებით. დღევანდელი დღე იყო დიდი შრომის შედეგი. იმ მომენტიდან, როცა ჰამასმა ეს ხალხი გაიტაცა, მე ჩემს გუნდთან ერთად ვმუშაობდი, რათა მძევლები გათავისუფლებულიყვნენ. ჩვენ ვნახეთ ამ შრომის პირველი შედეგები. მე მინდოდა ბრძოლის შეჩერება ორი მიზეზით, რათა დაჩქარებულიყო და გაფართოებულიყო ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში, და მეორე - ხელი შეგვეწყო მძევლების გათავისუფლებისთვის". - დაამატა მან.

24 ნოემბერს გარიგების ფარგლებში ჰამასმა 24 მძევალი, მათ შორს ისრაელის 13 მოქალაქე, 10 ტაილანდელი და ფილიპინელი გაათავისუფლა, ხოლო სანაცვლოდ ისრაელმა 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.

პარალელურად, ღაზაში ეგვიპტიდან შევიდა დაახლოებით 137 სატვირთო მანქანა, რომლებსაც გადაჰქონდათ საჭირო სამედიცინო მედიკამენტები, საწვავი და საკვები.

კომენტარები