რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა ხერსონში ბავშვთა ბიბლიოთეკა დაბომბეს

ოკუპანტებმა ხერსონში, ბავშვთა ბიბლიოთეკა დაბომბეს. ინფორმაციას ამის შესახებ ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეკსანდრ პროკუდინი ავრცელებს.

"ბავთვთა ბიბლიოთეკა. დილის ექვს საათზე. პირდაპირი დარტყმა რაკეტით. ბარბაროსებმა გაანადგურეს ხერსონის წიგნების კოლექცია, რომელიც წლების მანძილზე სიამოვნებას ანიჭებდა ყველაზე ახალგაზრდა ვიზიტორებსა და მათ მშობლებს". – წერს პროკუდინი ტელეგრამზე.

პროკუდინის თქმით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ის ასევე პირობას დებს, რომ ბიბლიოთეკის შენობა აუცილებლად თავიდან გაკეთდება.

 

 

კომენტარები