ვლადიმირ პუტინი

პუტინი: 2014 წლამდე ვერ წარმოვიდგენდი, რომ რუსეთს და უკრაინას შორის კონფლიქტი იქნებოდა

ვლადიმირ პუტინი

ვლადიმირ პუტინი სანქტ-პეტერბურგის IX საერთაშორისო კულტურულ ფორუმს დაესწრო. რუსეთის პრეზიდენტის თქმით უკრაინასთან კონფლიქტს 2014 წლამდე ვერ წარმოიდგენდა.

"მრავალ ადამიანს, თავისი საქმის პროფესიონალს, ისევე, როგორც მე, 2014 წლამდე ვერ წარმოედგინა, რომ რუსეთს და უკრაინას შორის ასეთ კონფლიქტი იქნებოდა. ჩემთვის რომ ეთქვათ მსგავსი რამ 2014 წელს, ვუპასუხებდი: ხომ არ გაგიჟდით"? – თქვა პუტინმა.

პუტინმა ფორუმზე კიდევ რამდენიმე თემაზე ილაპარაკა, რუსეთის პრეზიდენტის თქმით:

  • მომავალ წელს რუსეთის ეკონომიკა 3%-ით გაიზრდება
  • "ევროპაში ფანჯრის" ჩაკეტვას არავინ აპირებს, თუმცა მისი დროებით მიხურვაა საჭირო, რომ "არ დაუბეროს"
  • კულტურა და სპორტი ურთიერთგაგების გამტარები არიან
  • კულტურის მოღვაწეებს, რომლებიც "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზე" აზრს გამოთქვამენ ლაპარაკამდე დაფიქრება ურჩია
  • სლავური კულტურა ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილია
  • თანამედროვე ევროპის ტრაგედია იმაში გამოიხატება, რომ აშშ არ აძლევს საკუთარი ინტერესების დაცვის უფლებას
  • გაეროდან გასვლაზე ლაპარაკი სისულელეა

კომენტარები