რუსეთი

მოსკოვის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღით ბანკი გაძარცვეს

საილუსტრაციო ფოტო
Depositphotos.com

მოსკოვის ცენტრში რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა ბანკის მიმდებარედ ცეცხლი გახსნა და დიდი რაოდენობით თანხა მოიპარა.

მძარცველებმა დაახლოებით 300 მილიონი რუბლი (დაახლოებით 3.3 მილიონი აშშ დოლარი) მოიპარეს და ადგილიდან მიიმალნენ. 

ინფორმაცია გავრცელდა როგორც ტელეგრამ-არხებზე, ისე რუსულ სამთავრობო მედიაშიც. 

შეიარაღებულმა პირებმა გაძარცვეს ორი კურიერი, რომელთაც თანხა გადაჰქონდათ. ერთ-ერთი მათგანი სროლის დროს დაიჭრა. როგორც ტელეგრამ-არხი Mash წერს, კურიერები რუსეთის საფინანსო ბანკის მიმდებარედ მიდიოდნენ და ფულით სავსე ტომრები მიჰქონდათ, როდესაც მათ მახლობლად გაჩერდა მერსედესის მარკის შავი ავტომობილი, რომელშიც სამი პირი იჯდა. მათ კურიერებს პისტოლეტიდან ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ ფული აიღეს და მიიმალნენ. 

მძარცველებზე მოსკოვში ძებნა გამოცხადდა.

კომენტარები