წითელი ზღვა

აშშ-ს სამხედრო გემმა წითელ ზღვაში იემენიდან გაშვებული დრონი ჩამოაგდო

აშშ-ს სამხედრო გემმა წითელ ზღვაში იემენიდან გაშვებული დრონი ჩამოაგდო. ამერიკული USS Thomas Hudner ბაბ-ელ-მანდების სრუტისკენ მიცურავდა, რა დროსაც გემის ეკიპაჟმა მათკენ მიმავალი დრონი შენიშნეს. 

არსებული ინფორმაციით, სამხედროების ქმედების შედეგად გემი არ დაზიანებულა. 

დაზვერვის პირველადი შეფასების მიხედვით, აღნიშნული დრონი, სავარაუდოდ, გემზე თავდასხმას ისახავდა მიზნად. მომხარის შემდეგ აშშ-ს არ დაუსახელებია დრონების გაშვებაში პასუხისმგებელი, თუმცა, ეს ინციდენტი მოხდა ერთი კვირის შემდეგ, რაც იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტების მოძრაობამ წითელი ზღვის თავზე აშშ-ს დრონი ჩამოაგდო. აშშ-ს მიხედვით, MQ-9-ტიპის დრონი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში იყო, თუმცა, ჰუსიტები ამტკიცებენ, რომ ის არღვევა იემენის საჰაერო სივრცეს და სწორედ ამიტომ, თავდაცვის ძალებმა ის ჩამოაგდეს. 

ამის გარდა, 31 ოქტომბერს, ისრაელმა ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ ეილათთან, წითელი ზღვის რეგიონიდან გამოშვებული რაკეტა ჩამოაგდო.

გამოცემა Times of Israel-ის ცნობით, ჰუსიტების მოძრაობამ თქვა, რომ ისრაელისკენ დრონები მათ გაუშვეს.

კომენტარები