ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ხაბეიშვილი ენმ-ში დაპირისპირებაზე: მალე ოფიციალურადაც აღარ იქნებიან ჩვენი წევრები

მე შემიძლია თქვენს ეთერში კიდევ ერთხელ გავიმეორო, აღარავის აღარ მივცემ, ნაციონალური მოძრაობის სახელი ტალახში რომ აგორაოს, იმის შესაძლებლობას. [...] თავს ვიკავებდით ამ რვა თვის განმავლობაში კონკრეტული ასეთი მძიმე ნაბიჯების გადადგმისგან, თუმცა საჭირო იქნება და უახლოეს პერიოდში იქნება ეს ასე. ყოველ მიზეზგარეშე გიდასტურებთ, რომ ეს ხალხი ვერ გააგრძელებს, ეს კონკრეტული ადამიანი განსაკუთრებით და აუცილებლად უხლოეს პერიოდში საზოგადოებას ექნება ინფორმაცია, რომ ეს ადამიანები ისედაც არ წარმოადგენენ ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ უკვე ოფიციალურადაც რომ აღარ იქნებიან ამ ოჯახის წევრები, ამას აუცილებლად ძალიან მალე დავუდასტურებ ამომრჩეველს მას შემდეგ, რაც ფართო კონსენსუსი იქნება და არსებობს უკვე ასეთი კონსენსუსი პარტიაში

თქვა TV ფორმულას ეთერში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიაში შიდა დაპირისპირებაზე. 

კომენტარები