ჰამას-ისრაელის 2023-24 წლის ომი

ისრაელმა დასავლეთ სანაპიროზე იასირ არაფატის მონუმენტი დაანგრია (VIDEO)

ისრაელის თავდაცვის ძალები იასირ არაფატის მონუმენტს ანგრევენ
სოციალური მედია

ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროებმა დასავლეთ სანაპიროზე პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის (PLO) ყოფილი თავმჯდომარის იასირ არაფატის მონუმენტი დაანგრიეს. მონუმენტი თულკარემის ლტოლვილთა ბანაკის შესასვლელთან იყო განთავსებული.

სოციალურ მედია X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) მონუმენტის დანგრევის ამსახველი ვიდეოები ვრცელდება:

იასირ არაფატი პალესტინელების ლიდერი იყო. მას 1969-2004 წლებში პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის (PLO) თავმჯდომარის, ხოლო 1994-2004 წლებში პალესტინის ეროვნული ადმინისტრაციის პრეზიდენტის თანამდებობები ეკავა. მან ასევე პოლიტიკური პარტია "ფათჰი" დააარსა, რომელსაც 1959 წლიდან 2004 წლამდე ხელმძღვანელობდა. იასირ არაფატი 2004 წლის 11 ნოემბერს მოკვდა.

კომენტარები