გრემი

თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაწერილი ივან ლინსის ალბომი გრემის ნომინანტია

ივან ლინსის ალბომი My Heart Speaks
Amazon.com

2024 წლის მუსიკალური დაჯილდოება გრემის ნომინანტები ცნობილია.

გრემის ნომინაცია საუკეთესო ლათინოამერიკულ ჯაზ ალბომისთვის ივან ლენსმა მიიღო. ლენსის ალბომის My Heart Speaks ჩაწერაში თბილისის სიმფონიური ორკესტრი მონაწილეობდა, რომელსაც ვახტანგ კახიძე ხელმძღვანელობს.

"გამოქვეყნდა 2024 წლის გრემის დაჯილდოების ნომინანტთა სია, რომელთა შორისაც ნომინაციაში საუკეთესო ლათინო ჯაზ ალბომი მოხვდა ბრწყინვალე მუსიკოსის ივან ლინსის ალბომი My Heart Speaks რომელიც თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩაიწერა!

ვულოცავთ ამ აღიარებას თითოეულ ორკესტრანტს და მაესტრო ვახტანგ კახიძეს, დაველოდოთ გრემის დაჯილდოების საბოლოო შედეგების გამოცხადებას"!– წერია ორკესტრის ფეისბუქ გვერდზე.

გრემის დაჯილდოების ცერემონია 2024 წლის 5 თებერვალს, ლოს-ანჯელესში გაიმართება.

კომენტარები