გრემი

გრემის დაჯილდოება კორონავირუსის გამო გადაიდო

Grammy

2021 წლის გრემის დაჯილდოება ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო გადაიდო. 

პრესტიჟული მუსიკალური დაჯილდოება 31 იანვარს უნდა გამართულიყო, მაგრამ ლოს-ანჯელესში ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდის გამო ორგანიზატორებმა თარიღი შეცვალეს. ცერემონია 14 მარტს გაიმართება.

"მუსიკალურ ინდუსტრიაში მომუშავე ათასობით ადამიანის ჯანმრთელობასა და დაცულობაზე ზრუნვა ჩვენი მთავარი პრიორიტეტია". – წერია დაჯილდოების ორგანიზატორების ოფიციალურ განცხადებაში.

წლევანდელი დაჯილდოების ლიდერი ბიონსეა, პოპ დივამ სხვადასხვა კატეგორიაში 9 ნომინაცია მიიღო, მეორე ადგილს 6-6 ნომინაციით ტეილორ სვიფტი და დუა ლიპა იყოფენ.

შარშანდელი გრემის ტრიუმფატორი და რეკორდსმენი ბილი აილიში გახდა, რომელმაც 5 ჯილდო მოიპოვა. ამერიკელი მომღერალი მთავარ კატეგორიებში გამარჯვებული ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელია.

კომენტარები