საქართველო-ევროკავშირი

პაპუაშვილი: ერთ მხარეს არის ხალხი, მთავრობა და ეკლესია, მეორე მხარეს მარგინალური ოპოზიცია

მნიშვნელოვანია, რომ ყველა საეტაპო მოვლენის დროს, ქართველი ხალხი, საქართველოს ხელისუფლება და ეკლესია ერთად დგას. მათ შორის, ეს არის იმის ინდიკატორი, რომ ჩვენი ქვეყანა სწორ გზაზე დგას და სწორი გეზი აქვს აღებული. ახლაც ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი, საქართველოს ხელისუფლება და ეკლესია არის ერთ მხარეს, ხოლო მეორე მხარეს კი არის მარგინალური ოპოზიცია, რომელიც ქართველ ხალხსა და ეკლესიას ეწინააღმდეგება და საქართველოს ხელისუფლებას არ აღიარებს. მინდა, საქართველოს ეკლესიასა და კათოლიკოს-პატრიარქს იმ ჩვენი ევროპული გზის მყარი მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადო, რომელიც ქართველმა ხალხმა საუკუნეების განმავლობაში მოიტანა [...] ისტორიულად, საქართველოს ეკლესია იყო ჩვენი კავშირი ევროპულ ცივილიზაციასთან. 

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში. 

ილია II-ამბობს, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე ევროკომისიის რეკომენდაცია ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგია.

"ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები და რეკომენდაცია გასცა ევროპული საბჭოს წინაშე, რათა ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს". - ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში.

კომენტარები