ფაქტი იყო, რომ ადამიანი გადავიდა იქით, იმ ტერიტორიაზე, რომელიც მათთვის ოკუპირებულად ითვლება და მოხდა ის, რაც მოხდა. მაგრამ, მაგალითად, ნიქოზის მხარეს, რამდენიც ვიღაც რამდენიმე ჭიქას დალევს, მერე მოუნდება და იქ უნდა გადავიდეს, იქით უნდა ილოცოს, ქეიფი იქ გააგრძელოს - არ შეიძლება. ერთი საგუშაგოა ნიქოზთან, ხომ? იქ რომ ყველამ ასე მოინდომოს. ადამიანი საკუთარ თავს თვითონ რასაც გაუკეთებს, ვერავინ გაუკეთებს იმაზე ცუდს [...] სახელმწიფოს მიერ უსაფრთხოების ზომები დაცულია. ყველანაირ პროპაგანდას ეწევიან - ის რაღაც სადემარკაციო ხაზი რომ არსებობს, რაც არ უნდა გადაკვეთონ, იქ არ უნდა გადავიდნენ [...] სახელმწიფო ყველაფერს იცავს, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა ამას არ ექვემდებარება. რეალობა ეს არის. იქ დგას რუსი, კაცის მკვლელი, ოკუპანტი და ქვეყნის დამაქცევარი, იმას უნდა მოვერიდოთ.
მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან
გორის საკრებულოს თავმჯდომარე კირბალზე: რამდენიც ვიღაც დალევს, იქით გადავიდეს – არ შეიძლება
tbl.ge/6ldu
დაკოპირდა
TV მონიტორინგის ეთერში თქვა გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კირბალთან 6 ნოემბერს რუსული საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ.
ქართული ოცნებაგორის საკრებულოგორის საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძემკვლელობა საოკუპაციო ხაზთანმკვლელობა ოკუპირებულ ტერიტორიაზეგორის მუნიციპალიტეტიკირბალისოფელი კირბალირუსეთის საოკუპაციო ძალებირუსული საოკუპაციო ძალებიოკუპირებული ცხინვალის რეგიონი
ამავე თემაზე
- გინტურის ძმა: სანამ ეს მთავრობა იქნება, არანაირი გამოძიება არ ჩატარდება
- გომელაური კირბალზე: თავდაცვაც რომ გამოვიყვანოთ, ფიზიკურად ვერ შევძლებთ 100%-იან კონტროლს
- ნიკოლოზ გინტური: მე დავითვალე, 35 ნატყვიარი აქვს ჩემი ძმის მანქანას
- ნიკოლოზ გინტურის თქმით, მისი ძმის ერთ-ერთმა სავარაუდო მკვლელმა სახელი და გვარი შეიცვალა
- ჰერჩინსკი: EU მტკიცედ გმობს რუსი მესაზღვრეების მიერ ჩადენილ საზარელ მკვლელობას