საქართველო-ევროკავშირი

ხვადაგიანი სტატუსზე: გაინაღდეს და გგონიათ, ახლა დაიწყებენ დათქმების შესრულებას?

არ მჯერა, რომ კანდიდატის სტატუსით ოცნებამ წააგო, ან არ უნდოდათ კანდიდატის სტატუსი, ეს რეალობას არ შეესაბამება. მთელი წელი ბიძინა ივანიშვილმა აკეთა ყველაფერი, რომ არ შეესაბამებოდეს მისი პოლიტიკა ამ ჯილდოს და ამ დროს იღებს ჯილდოს. თან გავითვალისწინოთ ისიც, რომ ზოგადად, საშუალო ხანგრძლივობა კანდიდატის სტატუსობიდან წევრობამდე 9 წელია. 

ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდა იქნება ძალიან წარმატებული, იმიტომ რომ ნებისმიერი პროპაგანდა ნახევარ სიმართლეზე დგას და ხალხმა მიიღო ცხადია [სტატუსზე რეკომენდაცია], მაგრამ ხალხის ლეგიტიმური წარმომადგენელი არის ქართული ოცნება და ამას თავის მოგებაში მშვენივრად ჩაიწერს. და ქართული ოცნების მხარდამწერების მსუყე ნაწილი არის პროდასავლური და ამ ადამიანებს კომფორტული სიმშვიდის შეგრძენება ექნებათ, რომ - მგონი, ქართული ოცნება ისეთი პრორუსულიც არ ყოფილა.

მთავარი არის ჩვენ ამოცანები სწორად დავსახოთ. დათქმებზე რომ ვლაპარაკობთ, კანდიდატის სტატუსის რეკომენდაცია თუ ისე მიიღო ამ მთავრობამ, რომ 12 რეკომენდაცია არ შეუსრულებია, რატომ გგონიათ უკვე რომ გაინაღდეს, მერე დაიწყებენ დათქმების შესრულებას? რეალურად ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვართ ჩვენ და ამოცანები უნდა გვესმოდეს. ჩვენი ამოცანაა, რომ დავუახლოვდეთ ევროკავშირს, ნატოს, დასავლეთს და მარტო არ დავრჩეთ რუსეთთან. ამოცანაა, რომ ქვეყანა იყოს დემოკრატიული, გვქონდეს თავისუფალი სასამართლო, დეოლიგარქიზაცია მოხდეს. ქართული ოცნების პირობებში, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ქართული ოცნება დაიწყებს დეოლიგარქიზაციას, რეალურად? ან თავისუფალ სასამართლოს შექმნის? ერთადერთი ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ხელისუფლების შეცვლა. ამ ხელისუფლებას არ შეუძლია, ევროკავშირთან დაგვაახლოოს. 

ამბობს ტელეკომპანია პირველის ეთერში თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი, სალომე ხვადაგიანი.

კომენტარები