რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

WSJ: რუსეთი სხვა ქვეყნებს წარსულში მიყიდული შეიარაღების დაბრუნებას სთხოვს

 GUILLAUME BINET/MYOP FOR THE WALL STREET JOURNAL

The Wall Street Journal-ის ცნობით, რუსეთი სხვა ქვეყნებს წარსულში მიყიდული სამხედრო შეიარაღების უკან დაბრუნებას სთხოვს. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ბრაზილიას, ეგვიპტეს, პაკისტანსა და ბელარუსს სთხოვს ადრე რუსეთისგან შესყიდული შეიარაღება რუსეთსვე დაუბრუნონ. როგორც ცნობილია, რუსეთი ამ ქვეყნებისგან პირველ რიგში სამხედრო ვერტმფრენების მნიშვნელოვანი ნაწილების დაბრუნებას მოითხოვს. 

WSJ-ს ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთმა მნიშვნელოვანი თანამედროვე შეიარაღება დაკარგა, რის გამოც გაყიდული შეიარაღების დაბრუნებას ითხოვს. ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, WSJ წერს, რომ 2023 წლის აპრილში რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები კაიროში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ და ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისის ვერტმფრენების 100-ზე მეტი ნაწილის დაბრუნება სთხოვეს. როგორც ირკვევა, პრეზიდენტი ალ სისი ამ თხოვნას დათანხმდა და რუსეთს საჭირო ნაწილები გადასცა. 

კომენტარები