სამხრეთ კორეა

სამხრეთ კორეაში რობოტმა ქარხანაში კაცი მოკლა

სამხრეთ კორეაში რობოტების წარმოების კომპანიის თანამშრომელი ერთ-ერთი რობოტის ინსპექციისას დაიღუპა. 

ინციდენტი მოხდა მაშინ, როდესაც მამაკაცი ამოწმებდა რობოტის სენსორებს, ხოლო რობოტს ის ბოსტნეულის ყუთში შეეშალა და შედეგად მამაკაცი გაჭყლიტა. საავადმყოფოში გადაყვანის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კორეული მედიის ინფორმაციით, რობოტის მოვალეობა ბოსტნეულით დატვირთული ყუთების აწევა და ტვირთის სატრანსპორტო ქვესადგამზე დადგმა იყო. კომპანიის თანამშრომელი აღნიშნულ რობოტს 8 ნოემბერს, სამუშაოდ გაგზავნის წინ ინსპექციას უტარებდა. თავდაპირველად, რობოტის გაგზავნა 6 ნოემბერს იგეგმებოდა, თუმცა, რობოტის სენსორებთან დაკავშირებული პრობლემების გამო ორი დღით გადაიწია.

კომენტარები