ევროკავშირის გაფართოება

ზელენსკი: დღეს უკრაინისა და მთელი ევროპის ისტორიაში სწორი ნაბიჯი გადაიდგა

დღეს უკრაინისა და მთელი ევროპის ისტორიაში სწორი ნაბიჯი გადაიდგა, ევროპულმა კომისიამ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია გასცა, რაც წმინდად პოზიტიურია. ყველა სირთულის მიუხედავად, წინ მივიწევთ. უკვე დეკემბერში ველოდებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ევროპული საბჭოსგან. უკრაინა ყოველთვის იყო ევროპული ოჯახის ნაწილი, ჩვენი ქვეყანა აუცილებლად უნდა იყოს ევროკავშირში.

უკრაინელები იმსახურებენ ამას იმისთვის, რომ იცავენ ევროპულ ღირებულებებს და იმისთვისაც, რომ სრულმასშტაბიანი ომის დროსაც ვასრულებთ ჩვენს სიტყვას და ვავითარებთ სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს. ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არის გათვალისწინებული. მადლობა ყველას დახმარებისთვის, დიდება უკრაინას. 

ამბობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვაში. 

დღეს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდნენ. 

კომენტარები