საქართველო-ევროკავშირი

მდინარაძე სტატუსზე: მიუხედავად საბოტაჟისა, შევძელით მიგვეღო სამართლიანი რეკომენდაცია

საქართველომ 2012 წლიდან მოყოლებული ბევრ ხელშესახებ წარმატებას მიაღწია ევროინტეგრაციის გზაზე, არა მხოლოდ 12 რეკომენდაციის ფარგლებში, არამედ მასშტაბური და ყოვლისმომცველი ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეფორმებით. დღევანდელი პოზიტიური რეკომენდაცია, პირველ რიგში, ამ შრომისა და შესაბამისი შედეგების აღიარებაა.

მიუხედავად უამრავი ნეგატიური და დამაზიანებელი კამპანიისა, მიუხედავად პირდაპირი საბოტაჟისა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ჩვენ შევძელით მიგვეღო სამართლიანი რეკომენდაცია ევროკომისიისგან. მადლობა მინდა გადავუხადო ევროკომისიის წარმომადგენლებს სამართლიანი და ობიექტური რეკომენდაციის გაცემისათვის, რომელიც არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირში სრულფასოვანი ინტეგრაციისკენ. 

თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ. ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, ხოლო უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლის რეკომენდაცია გასცა. 

კომენტარები