მკვლელობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე

ილია II: გინტური ქვეყნისადმი სიყვარულსა და სალოცავი სიწმინდის მონახულების სურვილს შეეწირა

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II რუსი ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს. პატრიარქის თქმით, ოკუპანტების მიერ ზურგში ნასროლი ორი ტყვია "მათი დიდი დანაშაული და დიდი სირცხვილია". 

"კირბალში, საოკუპაციო ხაზთან, მომხდარმა მკვლელობამ მთელი საქართველო აღაშფოთა. ბატონი თამაზ გინტურის სიცოცხლე ქვეყნისადმი სიყვარულსა და თავისი სალოცავი სიწმინდის მონახულების სურვილს შეეწირა. ოკუპანტთა მხრიდან მისთვის ზურშგი ნასროლი ორი ტყვია მათი დიდი დანაშაული და დიდი სირცხვილია.

ღმერთმა ნათელში განუსვენოს თამაზის უკვდავ სულს და სამშობლოსათვის მებრძოლთა თანა  სავანე მართალთა დაუმკვიდროს. მისი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი მომადლოს ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა მარადიული ცხოვრებისა, რომლის თანაზიარიც თამაზი უკვე გახდა" - ნათქვამია საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.

6 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ სოფელ კირბალთან რუსულმა საოკუპაციო ძალებმა თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ლევან დოთიაშვილი გაიტაცეს.

კომენტარები