საქართველო-ევროკავშირი

ბორელი: ქართველმა ხალხმა აჩვენა თავისი ურყევი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი

ქართველმა ხალხმა აჩვენა თავისი ურყევი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი და ეს არაერთხელ დაამტკიცა. სწორედ ამ ერთგულებამ დააყენა საქართველო ევროპულ გზაზე. ეს ვიგრძენი, როცა ცოტა ხნის წინ საქართველოში ვიყავი და თბილისის ქუჩებში ევროკავშირის ამდენი დროშა დავინახე. ევროკომისიამ დღეს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია მისცა. შემდგომი ნაბიჯების გადადგმა შესაძლებელია, თუ რეფორმების გატარდება. საქართველოს აქვს მყარი სახელმწიფო ადმინისტრაცია და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება. ეს არის საშუალება, რომლებიც საქართველოს დაეხმარება რეფორმების გატარების დღის წესრიგში. ჩვენი გაერთიანება არის თავისუფლების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ერთ-ერთი ღირებულება. ევროკავშირის კარი ღიაა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ გზაზე.

ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის გაცემას.

კომენტარები