საქართველო-ევროკავშირი

ლაიენი: საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებები მეტად უნდა აისახოს მთავრობის მოქმედებებში

კოლეგები სრულად უჭერენ მხარს საქართველოს მოსახლეობის სრული უმრავლესობის მისწრაფებას, რომ შეუერთდნენ ევროკავშირს. ეს მისწრაფებები მეტად უნდა აისახოს ხელისუფლების მოქმედებებში, რომელმაც მეტი უნდა იმუშაოს ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში მთავრობისგან დამატებითი პროგრესია საჭირო გასულ წელს გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულებაში.

კომისია ასევე გამოყოფს პოზიტიურ ნაბიჯებს, მაგალითად, ოპოზიციის ჩართვას საპარლამენტო საქმიანობაში, დეოლოგარქიზაციის გეგმა მიღებულ იქნა, პერსონალური მიდგომა აღმოიფხვრა, ანტიკორუფციული ბიურო დაფუძნდა. შესაბამისად, კომისია რეკომენდაციას უწევს, მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლება გადადგამს ნაბიჯებს მნიშვნელოვანი რეფორმებისკენ.

თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრეს კონფერენციაზე, სადაც კომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა.

კომენტარები