მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან

თამაზ გინტურის ძმა: 2008 წლის ომის მონაწილე იყო – როგორც ვიცი, ეძებდნენ და დაიჭირეს კიდეც

ჩემი ძმა გარდაცვლილი მშობლების საფლავზე იყო, სანთელი დაანთო, უკან დაბრუნდა და ლომისის ეკლესია დაინახა - იქაც ავიდა, სამჯერ შემოუარა, სანთლები დაანთო და რომ წამოვიდა მანქანით, უკნიდან დაცხრილეს [...] 2 ტყვია აქვს მოხვედრილი. მე გორში ვიყავი და რომ ჩამოიყვანეს, უკვე დაღუპული იყო [...] 2008 წლის ომში მონაწილეობდა, წოდებით მაიორი იყო და მე როგორც ვიცი, ეძებდნენ და დაიჭირეს კიდეც [...] ისინი 9-ნი იყვნენ და 9 იარაღიან ადამიანს 2 კაცი როგორ გაუსწორდებოდა.

თქვა სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 6 ნოემბერს მოკლული საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის ძმამ, ნიკოლოზ გინტურმა.

კომენტარები