ვოლოდიმირ ზელენსკი

ზელენსკი: უკრაინაში არჩევნების ჩატარების დრო არ არის

President.gov.ua

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 6 ნოემბრის მიმართვაში თქვა, რომ უკრაინაში არჩევნების ჩატარების დრო არ არის.

"უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ახლა არის თავდაცვის, ბრძოლის დრო, რომელზეც დამოკიდებულია ქვეყნისა და ხალხის ბედი და არა არჩევნების დრო, რომელსაც უკრაინისგან მხოლოდ რუსეთი მოელის. მე ვთვლი, რომ ახლა არჩევნების დრო არ არის. და თუ საჭიროა წერტილის დასმა ამა თუ იმ პოლიტიკურ კამათში, ამისთვის არსებობს სტრუქტურები, რომლებიც ამ წერტილებს დასვამენ და საზოგადოების ყველა კითხვას გასცემენ პასუხს". – ამბობს ზელენსკი მიმართვაში.

5 ნოემბერს რადის დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ განაცხადა, რომ 2024 წლის მარტში ზელენსკის გადაწყვეტილებით არჩევნები ჩატარდება.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის გაზაფხულზე უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო საომარი მდგომარეობის გამო.

საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭის ყრას აპირებს ზელენსკის ყოფილი მრჩეველი ოლექსი არესტოვიჩი.

კომენტარები