უკრაინა

გონჩარენკო: ზელენსკიმ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ წელს ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო

Eurosolidarity.org

უკრაინის უკრაინის რადას დეპუტატის, ოლექსი გონჩარენკოს თქმით, ზელენსკიმ გადაწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნების 2024 წლის მარტში ჩატარება. ამის შესახებ გონჩარენკომ ტელეარხ ესპრესოს ეთერში ისაუბრა.

"ჩემი ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო არჩევნების შემდეგ წელს ჩატარების გადაწყვეტილება. მან პრეზიდენტის ოფისს 2024 წლის 31 მარტს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისთვის მომზადება დაავალა". – თქვა გონჩარენკომ.

გონჩარენკომ ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტს გადაწყვეტილება დასავლელი პარტნიორების მოთხოვნით არ მიუღია.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილი მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი უკრაინის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭისყრას აპირებს. ამის შესახებ არესტოვიჩმა Интерфакс-Украина-ს უთხრა.

"დიახ, დავაყენებ ჩემს კანდიდატურას". - უპასუხა არესტოვიჩმა ჟურნალისტს კითხვაზე, მიიღებს თუ არა მონაწილეობას უკრაინის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებში, თუკი ჩატარდება.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის გაზაფხულზე უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო საომარი მდგომარეობის გამო.

ამავდროულად, არესტოვიჩმა დაადასტურა, რომ პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, საომარი და შიდა რეფორმების შეთავაზებები, რომლებსაც სოციალურ ქსელებში აქვეყნებს, მისი საარჩევნო პროგრამის ნაწილია.

ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას კი, არესტოვიჩმა ასე უპასუხა: "არაერთ საერთაშორისო შეხვედრაზე დავდივარ, მათ შორის, არაერთზე მე მთავარი სპიკერი ვარ".

კომენტარები