მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან

პაპუაშვილი: ეს არის ის მემკვიდრეობა, რაც წინა ხელისუფლებამ დატოვა, ოკუპაციის სახით

ზოგადად, რთულია ხოლმე, რომ საკითხები წარსულში განსაჯო, თუმცა, ფაქტი ფაქტად რჩება - ეს არის ის მემკვიდრეობა, რაც წინა ხელისუფლებამ დატოვა, ოკუპაციის სახით. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ იმ გამოწვევების რეალიზება არ მოხდეს, რაც უსაფრთხოების მხრივ დღესაც არსებობს. მთავარი პოლიტიკა, რასაც ქართული ოცნების ხელისუფლება ატარებს, არის, ერთი მხრივ, იმის გააზრება, რომ საფრთხეები სერიოზულია. ყველა მოქალაქემ თვალი უნდა გაუსწოროს უსაფრთხოების იმ რისკებს, რაც საქართველოს აქვს. და მეორე, ამ რისკების რეალიზება არ უნდა მოხდეს. 

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში. 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი დააკავეს.

კომენტარები