მკვლელობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე

ზურაბიშვილი: გასაკვირია, ვინმეს რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკების იმედი ჰქონდეს

არ თავდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა. ჩვენ ტერიტორიაზე, ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება. ამას ჰქვია რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა. ჩვენ საუკუნეების მანძილზე ვუყურებთ რუსეთის აგრესიას და მის განცხადებებს, რომ ვითომ არის ჩვენი ერთსულოვანი მეგობარი და რეალურად ვხედავთ როგორ იქცევა ჩვენ ტერიტორიაზე. ჩვენი პასუხი ამ პოლიტიკაზე არის მხოლოდ ერთი. ეს არის ევროპა, მშვიდობა და მშვიდობა ევროპაში. სწორედ ამიტომ, ჩვენ სხვა პერსპექტივას არც ვუყურებთ და არც გვჯერა სხვა პერსპექტივის. ძალიან გასაკვირია, თუ ვინმეს შეიძლება სჯეროდეს რუსეთთან ერთად მომავლის და ვინმეს თუ სჯერა, რომ შეიძლება წავიდეს რუსეთში და რამე ისწავლოს, რომელიმე ორგანიზაცია ჩადიოდეს და იმედი ჰქონდეს, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს ჩაატარებს რუსეთთან. ჩვენი მომავალი არის ჩვენ პარტნიორებთან და ჩვენი მომავალი ევროპაშია.

ამბობს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე. 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი დააკავეს.

კომენტარები