მკვლელობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე

ანთაძე კირბალზე: ინფორმაცია მივიღეთ, რომ დაკავებული ქართველი თავს კარგად გრძნობს

საოკუპაციო ძალებისგან პასუხს ველოდებით, რათა პირველ რიგში, რაც მთავარია, უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც ამ მკვლელობის ფაქტს შეესწრო, რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია პერმანენტულ რეჟიმში გვაქვს. საქმის კურსში ჩავაყენეთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები და ახლა ველოდებით პასუხს, რომ უკანონოდ დაკავებული ჩვენი თანამოქალაქე თავის ოჯახში დავაბრუნოთ [...] უკანონოდ დაკავებულთან დაკავშირებით, ჩვენ საოკუპაციო რეჟიმისგან ინფორმაცია მივიღეთ, რომ ის თავს კარგად გრძნობს.

ოქროს მოწმე არსებობს და ის დღეს იმყოფება ოკუპირებულ ტერიტორიაზე [...] ამ მომენტისათვის, ოქროს მოწმე, რომელზეც დაბეჯითებით შეგვიძლია ვისაუბროთ, გახლავთ სწორედ ის პიროვნება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში იმყოფება და რომლის დაუყოვნებლივი დაბრუნებაც მოვითხოვეთ ოჯახში.

თქვა სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ერგნეთში, საგანგებო შეხვედრის დასრულების შემდეგ. 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 1 მოქალაქე მოკლეს, 1 კი დააკავეს.

კომენტარები