რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ქერჩში გავანადგურეთ უახლესი რუსული სამხედრო გემი

რუსული ფრეგატი, რომლის მსგავსი უკრაინამ ქერჩში გაანადგურა
Sdelanounas.ru

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ ნიკოლაი ოლეშუკის თქმით 4 ნოემბერს, ოკუპირებულ ყირიმში, ქერჩის პორტში ავიაციამ რუსული შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე გემი ჩაძირა.

საავიაციო დარტყმა უკრაინელმა პილოტებმა ქერჩში მდებარე გემთმშენებელ ქარხანა Залив-ზე მიიტანეს. იერიშის შედეგად განადგურდა რუსული ფრთოსანი რაკეტების მზიდი ფრეგატი.

რუსული მხარე დღის განმავლობაში ამბობდა, რომ ქერჩის თავზე ჩამოაგდეს უკრაინული რაკეტა, რომლის ნამსხვრევებმა პორტის მახლობლად უმნიშვნელო ინფრასტრუქტურა დააზიანეს. 4 ნოემბრის გვიან საღამოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქერჩის პორტში ერთ-ერთი სამხედრო გემი "დაზიანებულია".

კომენტარები