რუსეთი

კრემლი უარყოფს ინფორმაციას, რომ ვაგნერი ჰეზბოლასთვის იარაღის გადაცემას გეგმავს

დმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი

კრემლი უარყოფს Wall Street Journal-ის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაჯგუფება ვაგნერი გეგმავს ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლასთვის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაცემას. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ამის შესახებ უკვე გვაქვს ნათქვამი, რომ დეფაქტო, მსგავსი ჯგუფი [ვაგნერი] არ არსებობს. ამ აზრებს არ აქვთ საფუძველი. არსებობს კომუნიკაციის საგანგებო არხები რუსეთისა და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს შორის და თუ რეალური წუხილი არსებობს რაიმე საკითხზე, მათ შეუძლიათ ეს ჩვენ შეიარაღებულ ძალებს გაუზიარონ". – თქვა პესკოვმა.

The Wall Street Journal-ის მიხედვით, აშშ-ს აქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ ვაგნერის ჯგუფმა შესაძლოა ლიბანის ტერორისტულ დაჯგუფება ჰეზბოლას საჰაერო თავდაცვის სისტემა გადასცეს.

საუბარია რუსული წარმოების SA-22-ს ტიპის სისტემაზე, რომელიც ანტისარაკეტო რაკეტებსა და საჰაერო თავდაცვის იარაღს იყენებს საჰაერო ხომალდების წინააღმდეგ.

აშშ-ის დაზვერვის ერთ-ერთი წარმომადგენლის მიხედვით, ვაშინგოტი არ ადასტურებს, რომ აღნიშნული სისტემის გადაცემა უკვე მოხდა, თუმცა, გრძელდება ვაგნერისა და ჰეზბოლას მონიტორინგი.

ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლა ლიბანის სამხრეთ ტერიტორიას აკონტროლებს და დროგამოშვებით, ხდება შეტაკებები ისრაელის შეიარაღებულ ძალებთან.

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის მიმართულებით სამხედრო ავიამზიდი, საბრძოლო ხომალდები და ავიაგამანადგურებლები გააგზავნა. მსგავსი ნაბიჯი გადადგა დიდმა ბრიტანეთმაც.

კომენტარები