ირაკლი კობახიძე

კობახიძე: გვეუბნებოდნენ, რომ მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავდა ნაკლებ აგრესიას, პირიქითაა

ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავდა ნაკლებ აგრესიას, თუმცა, პირიქით ხდება, კაცი ოპოზიციონერები ხმას არ იღებენ, გაგიგიათ მათი ხმა ამოღებული? თითქმის არასდროს არ იღებენ ხმას. ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები საუბრობენ ყოველ ჯერზე და უფრო მეტიც, ისინი, კაცი დეპუტატები ოპოზიციიდან იფარებენ ქალ დეპუტატებს, ეს არის რეალური სურათი. ორივე სუსტია, კაცები რომ ჩუმად არიან, ეს მათი სისუსტეა და ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები რომ უზრდელობენ, ეს მათი სისუსტეა. 

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დეპუტატ ირაკლი ბერაიას განცხადებაზე, რომელმაც თეონა აქუბარდიაზე თქვა, რომ " მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით, ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს".

კომენტარები