ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 2 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 2 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), კერესელიძის, ხოშარაულის, გვეტაძის, ყიფიანის, გაფრინდაულის, აგლაძის, ბაგრატიონის, ევდოშვილის, ქუთაისის და გოგოლაურის ქუჩების მოსახლეობას.   

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), თამარ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), წინამძღვრიშვილის, კვინიტაძის, დგებუაძის, უზნაძის და ბაქოს ქუჩების მოსახლეობას.  

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამგორის დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ) და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას.  

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის და კერესელიძის ქუჩის მოსახლეობას.  

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ლოტკინის სანერგე მეურნეობის, ჟორდანიას, შერვაშიძის, ზამთრიანის, კვარაცხელიას, ბეთაშვილის, ხუდადოვის, მგელაძის და წერონისის ქუჩების მოსახლეობას.  

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასალის, ბერძნის, შატაიძის, გრიშაშვილის, ჩხეიძის, ოპრეთის და ეფრემ მცირეს ქუჩების მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, სოფელი კოჯრის და სოფელი კუმისის მოსახლეობას.  

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას.  

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფიანის, მესხის და მთაწმინდის ქუჩების მოსახლეობას.  

სამგორის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ქისის, მშველიძის და შანდორ პეტეფის ქუჩების მოსახლეობას.   

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები