ტურიზმი

2024 წლიდან აია-სოფიას ტაძარში უცხოელებისთვის შესვლა ფასიანი გახდება

througheternity.com

სტამბოლის აია-სოფიას მეჩეთში შესვლა 2024 წლის 15 იანვრიდან უცხოელებისთვის ფასიანი გახდება. ინფორმაციას თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრი მეჰმეთ ნური ერსოი ავრცელებს.

"ჩვენ გადავდივართ დამთვალიერებელთა მართვის სისტემაზე წმინდა სოფიის მეჩეთში, რაც აამაღლებს დასწრების ხარისხს". – ამბობს ნური ერსოი.  

1934 წელს თურქეთის პირველი პრეზიდენტის, მუსტაფა ქემალ ათათურქის გადაწყვეტილებით აია-სოფიას ტაძარმა მუზეუმის სტატუსი მიიღო. 

2020 წელს ერდოღანმა მუზეუმისთვის მეჩეთის ფუნქციის დაბრუნება გადაწყვიტა. ამის შემდეგ ტაძარში შესვლა ყველასთვის, მათ შორის ტურისტებისთვისაც უფასო გახდა.

კომენტარები