საქართველოს პარლამენტი

ხვიჩია ოცნებას: მინდა ვუთხრა სააკაშვილს, რომ მისი პარტიის დიდი ნაწილი თქვენ გადაიბირეთ

მე მინდოდა, მიხეილ სააკაშვილისთვის გადამეცა, რომ ჩვენ მიგვაჩნია - თქვენ მას წაართვით მედიასაშუალებები... თქვენ მას წაართვით პოლიტიკური პარტიის უდიდესი ნაწილი, დარწმუნებული ვარ, მისი პარტიის ზოგი წევრი გულწრფელია მასთან დამოკიდებულებაში, მაგრამ ის, რომ მისი პარტიია ეგუებიან, რომ მასთან შეხვედრის საშუალება არ აქვთ, უბრალოდ შეუძლებელი მგონია, რომ თქვენ მათთან არ შეთანხმებულიყავით...

...სხვა გზა რომ არ მაქვს, მინდა, აქედან დაველაპარაკო მიხეილ სააკაშვილს და ვუთხრა, რომ მისი პარტიის დიდი ნაწილი გადაბირებულია თქვენ მიერ, მისი მედიის და ჟურნალისტების უდიდესი ნაწილი გადაბირებულია თქვენ მიერ და თქვენ გონთ უნდა მოეგოთ და უნდა სცადოთ კომუნიკაცია სხვა პოლიტიკურ ძალებთან, იმისთვის, რომ თქვენი მდგომარეობა იგივე არ დარჩეს არჩევნების შემდეგ.

მიმართა გირჩის დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ქართული ოცნების დეპუტატებს. მისი შეფასებით, "ირღვევა როგორც პატიმრის, ისე პარლამენტის წევრების უფლებები, რომ საშუალება არ გვეძლევა პოლიტიკურ წელს, შევხვდეთ მიხეილ სააკაშვილს და რამე გავიგოთ - რა უნდა ნაცმოძრაობას".

კომენტარები