აფხაზეთი-რუსეთი

"აფხაზეთის მზადყოფნა, შეუერთდეს სამოკავშირეო სახელმწიფოს" სოხუმში 1-ელ ნოემბერს განიხილება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში რუსეთისა და ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანება 1-ელ ნოემბერს განიხილება

Нужная газета-ს ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის საერთაშორისო, საპარლამენტთაშორისო და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის გაერთიანებული სხდომა იგეგმება. ამასთან, შეხვედრის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი იქნება "აფხაზეთის რესპუბლიკის პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციის გაერთიანებებში მონაწილეობის საკითხის განხილვა, კერძოდ, აფხაზეთის მზადყოფნა, გაწევრიანდეს საკავშირო სახელმწიფოში".

აქამდე, 2021 წელს აფხაზეთის მარიონეტმა ლიდერმა, ასლან ბჟანიამ თქვა, რომ აფხაზეთმა "თავისი სუვერენიტეტის ნაწილი უნდა დათმოს".

გარდა ამისა, 2022 წლის აგვისტოში მან აღნიშნა, რომ "აფხაზეთი მზადაა, შეუერთდეს რუსეთის, ბელარუსისა და სხვა სახელმწიფოების სამოკავშირეო სახელმწიფოს, რომელიც შეიძლება შეიქმნას უკრაინის ომის შემდეგ".

კომენტარები