ავტოსაგზაო შემთხვევა

ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი ემსხვერპლა

გუშინ, 28 ოქტომბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი, მათ შორის, ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ავარია მახოს ხიდთან მოხდა. ავტომობილში სულ 9 ადამიანი იმყოფებოდა. 6 მათგანი სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ერთი-ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

კომენტარები