რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხერსონზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

რუსეთ-უკრაინის 2022-23 წლის ომი - ხერსონი.
VOA News

27 ოქტომბერს, საღამოს საათებში რუსეთი ქალაქ ხერსონის ცენტრს თავს დაესხა. შეტევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, ალექსანდრე პროკუდინი სოციალურ ქსელ Telegram-ზე ავრცელებს.

სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ცნობით, მსუბუქი დაზიანებები მიიღო სამმა შუახნის ქალმა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილობრივი მკურნალობა ჩაუტარდა ოთხ მცხოვრებს, რომელთაც მრავლობითი, თუმცა მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ.

თავდასხმის შედეგად დაინგრა ორი კერძო სახლი, ხოლო 13 დაზიანდა. 

გარდა ამისა, პროკუდინის თქმით, რუსებმა თავდასხმა ხერსონის ოლქში მდებარე ქალაქი ბერისლავის მიმართულებითაც განახორციელეს. აფეთქების შედეგად მრავლობითი დაზიანება მიიღო 62 წლის მამაკაცმაც.

კომენტარები