რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია უკრაინას IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს

GETTY IMAGES

გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის გადასაცემად სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა, რომლის ფარგლებშიც უკრაინას IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემენ. საჰაერო თავდაცვის სისტემებთან ერთად უკრაინას გადაეცა ამ სისტემის შესაბამისი რაკეტები. 

ინფორმაცია გერმანიის მხრიდან ახალი სამხედრო დახმარების შესახებ გერმანიის მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი ასევე მოიცავს საბრძოლო მასალას, რადარების სისტემებს, VECTOR-ის ტიპის დრონებს და ჯავშანტექნიკას. 

რამდენიმე კვირით ადრე, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა, რომ გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის გადასაცემად სამხედრო დახმარების ახალ, ზამთრის პაკეტს ამზადებდა.

რამშტაინის ფორმატის ბოლო შეხვედრაზე პენტაგონის წარმომადგენელმა გერმანია მოიხსენია, როგორც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ერთ-ერთი უდიდესი დონორი. 

კომენტარები