რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დანია უკრაინას 520 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს

დანიის თავდაცვის მინისტრი, ტროლს ლუნდ პულსენი და მისი უკრაინელი კოლეგა, რუსტემ უმეროვი
Ida Marie Odgaard, Ritzau Scanpix

დანია უკრაინას ახალ სამხედრო დახმარების პაკეტს გადასცემს, რომლის ღირებულებაც 3.7 მილიარდ დანიური კრონს (520 მილიონი აშშ დოლარს) შეადგენს. ინფორმაციას დანიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შესაბამისი შეთანხმება მხარეებს შორის ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების, ტროლს ლუნდ პულსენისა და რუსტემ უმეროვის შეხვედრის შემდეგ შედგა.

დახმარების პაკეტი T-72EA-ის ტიპის ტანკებს, BMP-2-ის ტიპის ჯავშანმანქანებს, საარტილერიო საბრძოლო მასალას, დრონებს, მცირე შეიარაღებასა, ჯავშანტექნიკასა და საევაკუაციო მანქანებს მოიცავს. 

"ეს არის აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა, რომელიც დღეს უკრაინაში მოთხოვნადია და გადამწყვეტია უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო შესაძლებლობების შესანარჩუნებლად". - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლარს ლიკე რასმუსენის თქმით, ახალი დახმარების პაკეტი ადასტურებს, რომ უკრაინას შეუძლია დანიის ურყევი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.

"დღევანდელი დახმარება ადასტურებს, რომ უკრაინას შეუძლია დანიის ურყევი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ამავდროულად, ეს მნიშვნელოვან სიგნალს უგზავნის როგორც უკრაინას, ასევე რუსეთს, რომ ჩვენ ყურადღებას არ ვადუნებთ იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოს ყურადღება ამ დღეებში ისრაელსა და პალესტინაზეა მიმართული". - თქვა რასმუსენმა.

კომენტარები